ამერიკული მედიის ინფორმაციით, Youtube-ის ოფისში უცნობი ქალი ისროდა [ვიდეო]
ამერიკული მედიის ცნობით, კალიფორნიაში მდებარე Youtube-ის შტაბინაში უცნობი ქალი ისროდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ თეთრკანიანი ქალი, რომელსაც შავი ზედატანი ეცვა, კომპანიის ოფისში უკანა კარიდან შევიდა და სროლა დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, მან დაახლოებით 20-ჯერ გაისროლა.
ამ ეტაპზე, დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა საავადმყოფოში ადასტურებენ, რომ მათთან რამდენიმე დაშავებული მიიყვანეს.
Youtube-ის შტაბბინიდან თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს. შტაბბინაში 1700-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.
ადგილზე იმყოფება პოლიცია. მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახური.