ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯეიკ სალივანი 27-29 აგვისტოს ჩინეთში ჩავა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი 27-29 აგვისტოს ჩინეთში ჩავა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, სალივანი პეკინში ვიზიტისას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდება. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრაზე სალივანი უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე, ასევე ტაივანის სრუტეში არსებულ ვითარებასა და ახლო აღმოსავლეთის საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას. ამასთან, ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჯეიკ სალივანი აპირებს, შეშფოთება გამოხატოს ჩინეთის მხრიდან რუსეთის სამხედრო მხარდაჭერის გამო.
როგორც ამერიკული მედია წერს, ჯეიკ სალივანი და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ისაუბრებენ ჯო ბაიდენისა და ჩინეთის ლიდერ, სი ძინპინის პოტენციურ შეხვედრაზე, რომელიც წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს.