ამერიკული მედიის ინფორმაციით, ერდოღანმა პოზიცია შეიცვალა და პენსსა და პომპეოს შეხვდება
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გადაწყვეტილება შეცვალა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და სახელმწიფოს მდივან მაიკ პომპეოს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია მაიკ პომპეოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე ერდოღანმა განაცხდა, რომ პომპეო და პენსი მათი რანგის პირებთან გამართავდნენ შეხვედრას.
„როდესაც ტრამპი ჩამოვა აქ, მაშინ ვისაუბრებ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
აშშ-ის სამთავრობო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი რობერტ ობრაიანი შედიან, თურქეთში უკვე ჩავიდნენ.
თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს წამოიწყო. ანკარაში აცხადებენ, რომ ოპერაციის მიზანია სირიის საზღვარზე „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობა, სადაც სირიელი ლტოლვილების განსახლება არის დაგეგმილი.