ამერიკული მედიის ინფორმაციით, არიზონას შტატში დონალდ ტრამპმა დამატებით 42 000 ხმა მიიღო და ჯო ბაიდენთან სხვაობა შეამცირა
არიზონას შტატში დონალდ ტრამპმა დამატებით 42 000 ხმა მიიღო და ჯო ბაიდენთან სხვაობა შეამცირა, – ამის შესახებ ამერიკული მედია წერს. მათივე ცნობით, ამჟამად ოფიციალური წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელების კანდიდატი ჯო ბაიდენს მხოლოდ 46 ათასი ხმით ჩამორჩება. კიდევ დასათვლელია 200 000 ბიულეტენი.
შეგახსენებთ, რამდენიმე ამერიკულმა ტელეკომპანიამ არიზონას შტატში ჯო ბაიდენის გამარჯვების შესახებ ინფორმაცია წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელეს. მათ შორის იყო „ფოქს ნიუსიც.“
მოგვიანებით, ტრამპის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ მედიაკომპანიების ეს ნაბიჯი არასწორია და ტრამპი ხმების სრულად დათვლას ელოდება.
არიზონას რამდენიმე საარჩევნო ოლქში გაიმართა ტრამპის მხარდამჭერთა აქციები, რომლებმაც თითოეული ხმის დათვლა მოითხოვეს.