ამერიკული მედიის ცნობით, ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი 2024 წლის საპრეზიდენტო მარათონში ჩართვის შესახებ ხვალ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს
ამერიკული მედიის ცნობით, ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი 2024 წლის საპრეზიდენტო მარათონში ჩართვის შესახებ ხვალ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს

ამერიკული მედიის ცნობით, ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი 2024 წლის საპრეზიდენტო მარათონში ჩართვის შესახებ ოფიციალურ განცხადებას 24 მაისს, მილიარდერ ილონ მასკთან საუბრისას გააკეთებს.

მიკრობლოგ „ტვიტერის“ აღმასრულებელ დირექტორს ღონისძიება, რომელზეც „ტვიტერის“ ახალი სერვისის პრეზენტაცია მოხდება, ხვალ, თბილისის დროით ღამის 02:00 საათზე აქვს დაგეგმილი.

დესანტისი რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის იბრძოლებს. მისი მთავარი კონკურენტი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.

აღსანიშნავია, რომ ჯერ უცნობი რჩება, დაუჭერს თუ არა მხარს ილონ მასკი პრეზიდენტობის კანდიდატად რონ დესანტისის წარდგენას.