ამერიკული მედია - „რესპუბლიკელთა“ ამომრჩევლების 70 პროცენტს არ სჯერა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო
ამერიკული მედია - „რესპუბლიკელთა“ ამომრჩევლების 70 პროცენტს არ სჯერა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო

ამერიკული გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, „რესპუბლიკელთა“ ამომრჩევლების 70 პროცენტს არ სჯერა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო.

გამოცემის ინფორმაციით, გამოკითხვაში 1 987 ამომარჩეველი მონაწილეობდა. მათი 70 პროცენტი აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი არ იყო.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებმადე ასე ფიქრობდა „რესპუბლიკელი“ ამომრჩევლების 35 პროცენტი.

რაც შეეხება დემოკრატებს, მათი ამომრჩევლების 90 პროცენტი დარწმუნებულია, რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს დამარცხება ჯერ არ უღიარებია. ის არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აპირებს.