ამერიკული მედია - ნევადის შტატის სახელმწიფო მდივანმა შეშფოთება გამოთქვა ხელმოწერების შეუსაბამობის გამო გაუქმებულ ბიულეტინებთან დაკავშირებით
ამერიკული მედია - ნევადის შტატის სახელმწიფო მდივანმა შეშფოთება გამოთქვა ხელმოწერების შეუსაბამობის გამო გაუქმებულ ბიულეტინებთან დაკავშირებით

ნევადის შტატის სახელმწიფო მდივანმა, ფრანცისკო აგილარიმ შეშფოთება გამოთქვა ხელმოწერების შეუსაბამობის გამო გაუქმებულ ბიულეტინებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

New York Times-ის ცნობით, ერთ ღამეში ერთ-ერთ ოლქში 11 300-ზე მეტი ბიულეტინს საჭიროებდა გადამოწმებას.

მედიის ინფორმაციით, ძირითადად ახალგაზრდა ამომრჩევლებს არ აქვთ შესაბამისი ხელმოწერები.

ამომრჩევლის საფოსტო ბიულეტენის კონვერტზე არსებული ხელმოწერა უნდა ემთხვეოდეს ამომრჩეველთა ბაზაში არსებულს. ხელმოწერების ნებისმიერი შეუსაბამობა ამომრჩეველმა უნდა დაამოწმოს.