ამერიკული „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის პორტის პროექტიდან გავიდა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა დაუდასტურა.
ამასთან, მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიზეზებზე ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.
„კონტი ჯგუფი“ ანაკლიის პროექტის ერთ-ერთი აქციონერი იყო.