„ფეისბუქი“ სამსახურში თანამშრომლების აყვანის დისკრიმინაციული მიდგომისთვის, ჯარიმისა და კომპენსაციის სახით, 14 მილიონამდე დოლარს გადაიხდის
ამერიკული კომპანია „ფეისბუქი“ სამსახურში თანამშრომლების აყვანის დისკრიმინაციული მიდგომისთვის, ჯარიმისა და კომპენსაციის სახით 14 მილიონამდე დოლარს გადაიხდის. კომპანიასთან მიღწეული შეთანხმების შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში განაცხადეს.
იუსტიციის დეპარტამენტის სამოქალაქო უფლებების განყოფილების განცხადებით, სოციალური ქსელის კომპანია სისტემატურად ეუბნებოდა უარს დასაქმებაზე აშშ-ის მოქალაქეებს და უპირატესობას სამუშაო ვიზის მქონე იმიგრანტებს ანიჭებდა.
უწყების ცნობით, ჯარიმის სახით, „ფეისბუქი“ 4,75 მილიონ დოლარს გადაიხდის, ხოლოდ 9,5 მილიონ დოლარს დაჯარიმებულ მოსარჩელეებს კომპენსაციის სახით გადაუხდის.
აშშ-ის ადმინისტრაციამ კომპანია „ფეისბუქის“ წინააღმდეგ სარჩელი გასული წლის ბოლოს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო თვეებში შეიტანა. იუსტიციის დეპარტამენტის ბრალდების თანახმად, 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის სექტემბრამდე პერიოდში კომპანიამ დაჯავშნა 2 600-ზე მეტი ვაკანსია H-1B-ის ტიპის ვიზის მქონე მაღალკვალიფიციური უცხოელი სპეციალისტებისთვის, რომლებისთვისაც აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლება მოითხოვა. იუსტიციის დეპარტამენტმა „ფეისბუქის“ ამგვარი მიდგომა აშშ-ის მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციულად მიიჩნია.