ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძე აშშ-ში მომდევნო კვირას „ლოცვის შემდგომ საუზმეს“ დაესწრება და კონგრესის მნიშვნელოვან წევრებთან შეხვედრას გამართავს
ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძე აშშ-ში მომდევნო კვირას „ლოცვის შემდგომ საუზმეს“ დაესწრება და კონგრესის მნიშვნელოვან წევრებთან შეხვედრას გამართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მომდევნო კვირას „ლოცვის შემდგომ საუზმეს“ (National Prayer Breakfast) დაესწრება და კაპიტოლიუმში კონგრესის მნიშვნელოვან წევრებთან შეხვედრას გამართავს, – ამის შესახებ ამერიკული გამოცემის, „ჰილის“ სტატიაშია აღნიშნული.

ჰილმა“ სათაურით – „ამერიკას სჭირდება საქართველოსნაირი სანდო მოკავშირე“ სტატია გამოაქვეყნა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ათწლეულში, რომელიც კონფლიქტით ემუქრება ახლო აღმოსავლეთისა და ევრაზიის მნიშვნელოვან რეგიონებს, აშშ-ს სანდო პარტნიორი სჭირდება, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონულ უსაფრთხოებაში. საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მოკავშირეთა ოპერაციებში ბრწყინვალე მონაცემებით და მისი რეგიონული როლი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. ვაშინგტონში ქართველი მაღალჩინოსნების მოსალოდნელმა ვიზიტებმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის წინსვლას.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მომდევნო კვირას „ლოცვის შემდგომ საუზმეს“ (National Prayer Breakfast) დაესწრება და კაპიტოლიუმში კონგრესის მნიშვნელოვან წევრებთან შეხვედრას გამართავს. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აპირებს, დაესწროს მაღალი დონის დისკუსიას – გლობალური რელიგიური თავისუფლება ამერიკის ახლო მოკავშირეებთან ერთად, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მხარდაჭერით იმართება. გაზაფხულზე კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ვიზიტი ვაშინგტონში მიანიშნებს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში“, – აღნიშნულია სტატიაში.