ამერიკული გამოცემა The American Conservative - საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია
ამერიკული გამოცემა The American Conservative - საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია

საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია, – ამ სათაურით აქვეყნებს საავტორო სტატიას ამერიკული გამოცემა The American Conservative.

სტატიის ავტორი, გამოცემის მთავარი რედაქტორი ჰელენ ენდრიუსი წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო საქართველოს მიერ ინიცირებული კანონი „უცხოური გავლენების შესახებ“, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უცხოური დაფინანსების გამჟღავნება არის გონივრული სიფრთხილე.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა არც ისე ფარული მუქარით თქვა, რომ კანონი „ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-სკენ მისწრაფებებზე“. რატომ არის შეერთებული შტატები ასეთი წინააღმდეგი გამჭვირვალობის კანონპროექტის, რომ მზადაა, გამოიტანოს თავისი დიდი დიპლომატიური ჯოხი, ოღონდ კი საქართველომ არ მიიღოს იგი? კანონპროექტის ოპონენტები მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ და გულისხმობენ, რომ მმართველი პარტია – „ქართული ოცნება“ საშინაო პოლიტიკაში საგარეო ჩარევის ხელის შეშლით ხვდება ვლადიმერ პუტინს. ეს შეურაცხყოფა „ქართულ ოცნებას“ არ ეკუთვნის და ასევე უგულებელყოფს პარტიის ჩანაწერს ევროკავშირში გაწევრიანებისა და რუსეთის ხელმძღვანელობით ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ“, – წერს ჰელენ ენდრიუსი.

ავტორის მოსაზრებით, „საქართველოს მმართველი პარტია არ არის პრორუსული. ისინი პრაგმატისტები არიან, რომლებსაც გულწრფელად აწუხებთ თავიანთი პატარა ერის სუვერენიტეტის შენარჩუნება და მათი შეშფოთება არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც მოქმედებენ, როგორც უცხოური გავლენის ინსტრუმენტები, არც ისე უსაფუძვლოა“.

სტატიის ავტორი აცხადებს, რომ „ალმუტ როხოვანსკისა და სოფიკო ჯაფარიძის თქმით, დღეს საქართველოში 25 000 არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული და „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ უმრავლესობას საერთოდ არ აქვს ადგილობრივი დაფინანსება“.

„ამის ნაცვლად, მათი სახსრები მოდის მსოფლიო ბანკიდან, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან ან ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდებიდან. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არ შემოიფარგლებიან ჰუმანიტარული საქმიანობით. ბევრი მათგანი თავისუფლად ეწევა პარტიულ საქმიანობას და ხმამაღლა ეწინააღმდეგება მმართველ პარტიას“, – აღნიშნავს The American Conservative-ის რედაქტორი.

როგორც ჰელენ ენდრიუსი მიიჩნევს, „საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ხელს არ შეუშლის უცხოური დაფინანსებით დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ავადმყოფი ბავშვების მკურნალობაში ან დაზარალებულ ქალთა თავშესაფრების ფუნქციონირებაში. ეს, უბრალოდ, მოსთხოვს ჯგუფებს, გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება, რათა მათი საშინაო პოლიტიკა სათანადოდ იყოს დანახული.

საგარეო ჩარევა არჩევნებში ბოლო დროს მტკივნეული თემაა, პირადად ჩვენს პოლიტიკაშიც. რთულია, ქართველებს შევედავოთ, თუ მსგავსი შეშფოთება აქვთ“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.