აშშ-ის დაზვერვის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი დონალდ ტრამპის, ხოლო ირანი კამალა ჰარისის გამარჯვებითაა დაინტერესებული
აშშ-ის დაზვერვის ცნობით, რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის, ხოლო ირანი კამალა ჰარისის გამარჯვებითაა დაინტერესებული.
ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
სტატიის თანახმად, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ოფისის დირექტორის უკანასკნელი ანგარიშიდან ირკვევა, რომ აშშ-ის არჩევნებზე ზეგავლენის მცდელობის შემთხვევების უმეტესობა რუსეთს, ირანსა და ჩინეთს უკავშირდება.
აშშ-ის დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ რუსეთს და ირანს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე სხვადასხვა ფავორიტი ჰყავთ. კერძოდ, რუსეთი ატარებს კამპანიას, რომლის მიზანია, არჩევნებში გამარჯვების მეტი შანსი ტრამპს ჰქონდეს, ირანის ძალისხმევა კი მიმართულია კამალა ჰარისის კამპანიის მხარდაჭერისკენ.
აშშ-ის სპეცსამსახურების ცნობით, მოსალოდნელია, რომ გარე აქტორები გააგრძელებენ საკუთრ კამპანიებს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ არჩევნების შედეგების ვალიდურობას.
სადაზვერვო სამსახურების ცნობით, რუსეთი, ჩინეთი და კუბა ასევე ატარებენ კამპანიას ცალკეულ შტატებში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნებში მონაწილე კანდიდატების წინააღმდეგ.