ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართული კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართული კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
კერძოდ საუბარია კომპანია „ჯორჯიან პეტროქემიქალ ენდ ავიატექზე“. როგორც დოკუმენტშია მითითებული, აღნიშნული კომპანია „უკანონოდ ცდილობდა ალუმინის მილების ყიდვას და მათ რეექსპორტს მალაიზიის გავლით ირანში“.
აღსანიშნავია, რომ ამავე სიაში მოხვდა 15 კომპანია სომხეთიდან, რუსეთიდან, ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ამ კომპანიებს ეკრძალებათ პროდუქციის აშშ-დან მიღება. შეზღუდვები 14 აგვისტოდან შედის ძალაში.