ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორ რუსულ საწარმოსა და სამხედრო სასწავლო ცენტრს სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორი რუსული საწარმოსა და სამხედრო სასწავლო ცენტრის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეტყობინებაშია ნათქვამი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა ფედერალური რეესტრის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსულ საწარმოებს და სამხედრო სასწავლო ცენტრს ირანში, ჩრდილოეთ კორეასა და სირიაში მასობრივი იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ სანქციების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება 14 მაისს შევიდა ძალაში.
ე.წ. შავ სიაში ფიგურირებს ჩინური და სირიული იურიდიული პირები და ასევე რუსული ორგანიზაციები – ქალაქ გატჩინაში მდებარე საზენიტო სარაკეტო ძალების სასწავლო ცენტრი, ტულის საინჟინრო საწარმო და მოსკოვის მანქანათმშენებელი ქარხანა „ავანგარდი“.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კრისტოფერ ფორდმა მიიღო.
სანქციები 2 წლის ვადით ამოქმედდა.