აშშ-ში პოლარული ციკლონის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა
აშშ-ში პოლარული ციკლონის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლარული ციკლონის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.

BBC-ის ინფორმაციით, რამდენიმე პირი საკუთარ სახლთან ახლოს გაყინული იპოვეს. ნაწილი კი მოყინვის შედეგად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევებს შეეწირა.

ამერიკული მედია იუწყება, რომ ღამის საათებში დაღუპული პირების დიდი ნაწილი ამინდისთვის შეუფერებლად იყო შემოსილი მაშინ, როდესაც პოლიცია თბილ ტანსაცმელს უფასოდ არიგებს.

BBC-ის ცნობით, პოლარული ციკლონის ფარგლებში არსებულ ყინვას ქვეყნის მოსახლეობის მესამედი, 90 მილიონი ადამიანი უმკლავდება. ყინვასთან დაკავშირებით, რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დახურულია სასწავლო დაწესებულებები, მუზეუმები და მაღაზიები. პოლარული ციკლონის გამო შეფერხებულია საჰაერო, სარკინიგზო და საგზაო მიმოსვლაც.

სინოპტოკოსები იუწყებიან, რომ კვირის ბოლოსთვის ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთსა და დასავლეთში ტემპერატურა აიწევს. 3 თებერვალს ჩიკაგოში ჰაერის ტემპერატურა მინუს 10 გრადუსამდე დათბება.