ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი - სამართლებრივმა პროცესმა იმუშავა, ყველაფერი, რასაც ამის შემდეგ, „ომეგას“ მხრიდან ვხედავთ, ყალბია
ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი - სამართლებრივმა პროცესმა იმუშავა, ყველაფერი, რასაც ამის შემდეგ, „ომეგას“ მხრიდან ვხედავთ, ყალბია

„ომეგა ჯგუფის“ განცხადებას ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ეხმიანება.

მაიკლ ჯოუგლი „ომეგა ჯგუფისა“ და ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი, British American Tobacco-ს სამართლებრივ დავაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ჩვენ ამ პროცესს თავიდანვე ვაკვირდებით. მინდა ვთქვა მარტივად, როდესაც სასამართლომ მიიღო პირველი გადაწყვეტილება 100 მილიონ დოლართან დაკავშირებით, ეს სასაცილოდ მოგვეჩვენა. საქმის ყველა დეტალი  რომ გაითვალისწინო, ეს იყო აბსოლუტურად, არაპროპორციულად ლოგიკური ბიზნესკონცეფციიდან გამომდინარე. საქმის ხარისხიც რომ დავივიწყოთ, ამ გადაწყვეტილებით მიღებული ციფრი აზრს მოკლებული იყო. ჩვენ ამას ვაცნობიერებით. ჩვენ და ჩვენი წევრები არ ვიყავით ბედნიერები, თუმცა მოხარულები ვიყავით, რომ სასამართლო პროცესს მივყვებოდით. ჩვენ ვიყავით შეშფოთებულები, შეგვქონდა საჩივრები, სადაც კი შეგვეძლო. შემდეგ მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს და მან გადაწყვეტილება გააუქმა. დეკემბერში კი უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოდ გადაწყვეტილება. ჩვენი აზრით, ამან აჩვენა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სამართლებრივმა პროცესმა იმუშავა. ყველაფერი, რასაც ამის შემდეგ „ომეგას“ მხრიდან ვხედავთ, ყალბია. მე არ ვიცი, ფინანსური მდგომარეობა და მოქმედებების ნამდვილი მიზანი. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენ ვგრძნობთ, რომ სასამართლო სამართლიანი იყო და პროცესი სწორად წარიმართა”, – განაცხადა მაიკლ ჯოუგლიმ.