ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

USAID აფასებს ხანგრძლივ, მჭიდრო თანამშრომლობას დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანიზაციასთან „სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED). ჩვენი თანამშრომლობით მხარს ვუჭერთ დემოკრატიის განვითარებას საქართველოში, – ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

„მივესალმებით ISFED-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგები და საზოგადოებას გააცნო შიდა აუდიტის დასკვნა. ISFED პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის პასუხისმგებელია გამჭირვალე ინფორმაციის უზრუნველყოფაზე, საკუთარ მონაცემთა ხარისხის კონტროლსა და შედეგების სიზუსტეზე PVT-ის ჩატარების საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრატიკის შესაბამისად.

მხარს ვუჭერთ არჩევნების მონიტორინგში ჩართული ყველა ორგანიზაციის გამჭვირვალე მუშაობას და ვაფასებთ ISFED-ის მიერ არჩევნების შემდგომ რთულ გარემოში განხორციელებულ საქმიანობას“,- აღნიშნულია USAID-ი განცხადებაში.