ამერიკის მეგობართა კლუბმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქველმოქმედო ღონისძიება გამართა
ამერიკის მეგობართა კლუბმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქველმოქმედო ღონისძიება გამართა

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ამერიკის მეგობართა კლუბმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. შეკრებილებს სიტყვით აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა მიმართა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, პანტომიმის თეატრის მსახიობებმა წარმოდგენა გამართეს. ღონისძიება საქველმოქმედო იყო და შემოსული თანხა ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდს გადაეცა.