მედიის ინფორმაციით, ამერიკელმა უფლებადამცველებმა დონალდ ტრამპს უჩივლეს
ამერიკელმა უფლებადამცველებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უჩივლეს.
ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
მას ადამიანების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.
სარჩელი ეხება პოლიციის მხრიდან ძალადობისა და რასიზმის გასაპროტესტებლად თეთრ სახლთან გამართული აქციის ძალის გამოყენებით დაშლას.
ტრამპის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს სამოქალაქო უფლებების დაცვის ამერიკულმა კავშირმა (ACLU) და სხვა ორგანიზაციებმა.
პრეზიდენტთან ერთად სარჩელში ფიგურირებს აშშ-ის გენერალური პროკურორი და თავდაცვის მინისტრი.
მოსარჩელეები ამბობენ, რომ ტრამპმა და მისი ადმინისტრაციის წევრებმა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები დაარღვიეს, როდესაც ვაშინგტონში, თეთრ სახლთან გამართული აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.
შეგახსენებთ, რომ პირველ ივნისს, ვაშინგტონში, თეთრ სახლთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
თეთრ სახლთან შემოღობილ ტერიტორიაზე არავის უშვებენ.
ტრამპის ადმინისტრაციის წევრთა წინააღმდეგ სარჩელი მოძრაობა „ბლექ ლაიფს მეთერის“ სახელით შევიდა, რომელიც აშშ-ში პოლიციის მხირდან ძალადობასა და რასიზმს აპროტეტებს.
დემონსტრანტების დარბევის ბრძანების გაცემაში ტრამპის გარდა, აშშ-ის გენერალურ პროკურორ ულიამ ბარს და თავდაცვის მდივან მარკ ესპერს ადანაშაულებენ.
უფლებადამცველების თქმით, „დემონსტრანტებზე კოორდინირებული და არაპროვოცირებული თავდასხმა“ მოხდა.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო უფლებების დაცვის ამერიკულ კავშირს (ACLU) ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ამ დრომდე 173 სარჩელი აქვს შეტანილი.