ამერიკელმა სენატორმა სომეხთა გენოციდის აღიარების შემცველი რეზოლუცია დაბლოკა
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა სომეხთა გენოციდის აღიარების შემცველი რეზოლუცია დაბლოკა. ინფორმაციას გამოცემა „ჰილი“ ავრცელებს.
როგორც „რესპუბლიკელმა“ ლინდსი გრემმა განაცხადა, სენატორებმა არ უნდა შეალამაზონ ან გადაწერონ ისტორია.
რეზოლუცია, რომელიც ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივ მკვლელობებს გენოციდად აღიარებდა, კონგრესმა ოქტომბერში მიიღო. ეს კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართა, რაც თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.
რეზოლუციის დამტკიცებას სენატის თანხმობა და აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება.
თურქეთში წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული დოკუმენტი გააკრიტიკეს. პრეზიდენტმა ერდოღანმა მას უაზრო და შეურაცხმყოფელი უწოდა.