ამერიკელმა დიპლომატმა თურქეთში, შინა პატიმრობაში მყოფი პასტორი ენდრიუ ბრენსონი მოინახულა
ამერიკელმა დიპლომატმა თურქეთში, შინა პატიმრობაში მყოფი პასტორი ენდრიუ ბრენსონი მოინახულა

ამერიკელმა დიპლომატმა, ჯეფრი ჰოვინირმა თურქეთში შინა პატიმრობაში მყოფი  ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრენსონი მოინახულა. ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ქალაქ იზმირში, პასტორის სახლში შედგა.

„ახლახანს შევხვდით პასტორ ბრენსონს და მის მეუღლეს. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ თურქეთის მთავრობას, გაათავისუფლოს ის და სხვა პირები, რომლებიც უდანაშაუალოდ იხდიან სასჯელს“,- განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

პასტორი ენდრიუ ბრენსონი  2017 წელს დააკავეს, მას ორგანიზაცია „ფეთჰოსთან“ კავშირში ადანაშაულებენ.  ანკარა „ფეთჰონს“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს. თავად ბრენსონი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. პროკურატურა მისთვის 35 წლიან პატიმრობას ითხოვს.

რამდენიმე კვირის წინ თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრენსონი შინა პატიმრობაში გადაიყვანეს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პასტორის საქმის გამო, თურქ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.