ამერიკელი სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ „კოვიდ-19“-ის ვაქცინები იმუნიტეტს მხოლოდ გარკვეული დროით უზრუნველყოფს
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ექიმი სკოტ გოტლიებმა „სიენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები დიდი ალბათობით, იმუნიტეტს მხოლოდ შეზღუდული დროით უზრუნველყოფს.
ამის თაობაზე განცხადება გააკეთა აშშ-ს წამყვანმა ეპიდემიოლოგმა, ენტონი ფაუჩიმაც. მისი თქმით, არის შანსი, რომ „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ გრძელვადიანი იმუნიზაცია ვერ უზრუნველყოს.
„ეს იქნება ისეთ ვაქცინა, რომლის მიღებაც ყოველ წელს დაგვჭირდება. ექიმი ფაუჩი მართალია, იმუნიტეტი გრძელვადიანი არ იქნება, ისე როგორც ეს წითელას ან პოლიომელიტის შემთხვევაში, როდესაც ვაქცინას ერთხელ გაიკეთებ და მთელი ცხოვრება დაცული ხარ დაავადებისგან“, – განაცხადა გოტლიებმა.