ამერიკელი სენატორი ბერნი სანდერსი მოუწოდებს ბაიდენს, ნეთანიაჰუსა და მისი ომისგან დისტანცირდეს
ამერიკელი სენატორი ბერნი სანდერსი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, დისტანცირდეს ისრაელის პრემიერ-მინისტრისგან, ბენიამინ ნეთანიაჰუსგან და აღნიშნავს, რომ ისრაელის მხარეს ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ვაშინგტონმა აუცილებლად დაუჭიროს მხარი ისრაელის პრემიერ-მინისტრს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
სანდერსი ამბობს, რომ აშშ-ის ეს მხარდაჭერა შეიძლება იყოს ერთ-ერთი საკითხი, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ის, რომ პროგრესულმა დემოკრატმა ამომრჩევლებმა არ მისცენ ხმა ბაიდენს 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.
„იმედი მაქვს, ბაიდენს ესმის, რომ თქვენ შეგიძლიათ, იყოთ ისრაელის მხარდამჭერი, მაგრამ არა – ნეთანიაჰუსა და იმ საშინელი ომის, რომელსაც ის აწარმოებს პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა სანდერსმა.