ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფი ინიციატივით გამოდის, რომელიც რუსული აქტივების კონფისკაციის ხარჯზე უკრაინისთვის დამატებითი დახმარებას გაწევას ითვალისწინებს
ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფი ინიციატივით გამოდის, რომელიც რუსული აქტივების კონფისკაციის ხარჯზე უკრაინისთვის დამატებითი დახმარებას გაწევას ითვალისწინებს

ამერიკელი სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა მიიღო „უკრაინის ეკონომიკური აღმავლობისა და შესაძლებლობების აღდგენის“ აქტი, რომელიც მნიშვნელოვნად გააფართოებს რუსული აქტივების კონფისკაციასა და უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობას. ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განაცხადა. ინიციატივა სწორედ აღნიშნული კომიტეტის წევრებმა მოამზადეს.

კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევას რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკიდან ჩამორთმეული აქტივებისა და რუსეთის სხვა სუვერენული აქტივების ხარჯზე.

გარდა ამისა, ინიციატივის თანახმად, სანქცირებული რუსული კომპანიები ვერ შეძლებენ სარგებლის მიღებას აქტივებისგან, „ვიდრე რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან და არ დათანხმდება კომპენსაციას ომის შედეგად მიყენებული ზიანისთვის“.

მსგავსი ინიციატივა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლებმაც შეიტანეს.