ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები მექსიკის საზღვართან 2019 წლის ოქტომბრამდე დარჩებიან
ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები მექსიკის საზღვართან 2019 წლის ოქტომბრამდე დარჩებიან

ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები მექსიკის საზღვართან 2019 წლის ოქტომბრამდე დარჩებიან. ამის შესახებ პენტაგონმა განაცხადა.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკის საზღვართან ამერიკული სამხედრო კონტიგენტის მისია 2018 წლის 15 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. შემდეგ ის 2019 წლის იანვრამდე გაახანგრძლივეს. ახლა უკვე მისიის დასრულების თარიღად 2019 წლის 30 სექტემბერი არის მითითებული.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვარზე არსებული ვითარების გამო ე.წ. შათდაუნი 2018 წლის დეკემბრიდან მოქმედებს. დონალდ ტრამპი საზღვარზე კედლის აშენებისთვის ბიუჯეტში დამატებით 5 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს. თეთრი სახლის ლიდერის ინიციატივას კი დემოკრატები ეწინააღმდეგებიან. ბიუჯეტის არარსებობის გამო, 22 დეკემბრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მუშაობა დროებით შეჩერებული აქვს. ე.წ. შათდაუნი სახელმწიფო დეპარტამენტს, ასევე იუსტიციის, ტრანსპორტისა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტებს შეეხოთ.