ამერიკელი რადიოწამყვანი რაშ ლიმბო გარდაიცვალა
ამერიკელი რადიოწამყვანი რაშ ლიმბო გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი რადიოწამყვანი რაშ ლიმბო 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ლიმბოს მეუღლემ, ქეთრინმა გადაცემაში განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ლიმბოს ფილტვის კიბოს მეოთხე სტადიის დიაგნოზი ჰქონდა.

ცნობილი რადიოწამყვანი ხშირად გამხდარა კრიტიკის საგანი მისი კომენტარების გამო აბორტთან, ფემინიზმთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლიმბოს ამერიკის უმაღლესი ჯილდო, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გასულ წელს გადასცა. რადიოწამყვანი ტრამპის ღია მხარდამჭერი იყო.