ამერიკელი მწერალი უილიამ გოლდმენი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
ამერიკელი მწერალი უილიამ გოლდმენი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი მწერალი უილიამ გოლდმენი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი ბი სი“ ავრცელებს.

ოსკარის ორგზის მფლობელი უილიამ გოლდმენი არაერთი ცნობილი ფილმის სცენარის ავტორია. განსაკუთრებული აღიარება და პოპულარობა მას ფილმებმა „ბაჩ კესიდი და სანდენს კიდი“ და „პრეზიდენტის მთელი გარემოცვა“ მოუტანა.

გოლდმენმა კარიერა ნოველების წერით დაიწყო, 1965 წლიდან კი, ფილმების სცენარებს წერდა.