ამერიკელი მსახიობი და მომღერალი დევიდ ქესიდი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა
ამერიკელი მსახიობი და მომღერალი დევიდ ქესიდი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა

1970-იანი წლების პოპვარსკვლავი, ამერიკელი მსახიობი და მომღერალი დევიდ ქესიდი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის საავადმყოფოში გასულ კვირას შინაგანი ორგანოების უკმარისობის ჩივილით მოათავსეს.

უფრო ადრე კი მომღერალმა განაცხადა, რომ დემენციის დიაგნოზი დაუსვეს და ამის გამო ტურნეებს წყვეტდა.

ქესიდიმ პოპულარობა კიტ პარტრიჯის როლით მოიპოვა ამერიკულ კომედიური ჟანრის სერიალში The Partridge Family, რომელიც ტელეეკრანებზე 1970-იან წლებში გამოჩნდა.

დევიდ ქესიდის ბოლო წლებში პრობლემა ალკოჰოლთანაც ჰქონდა. ის რამდენჯერმე დააჯარიმეს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის.