ამერიკელი გენერალი - მოსკოვის ქმედებები უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ ცხადყოფს, რომ რუსეთი ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება
ამერიკელი გენერალი - მოსკოვის ქმედებები უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ ცხადყოფს, რომ რუსეთი ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება

რუსეთის ინვესტიციები სამხედრო სფეროში და მოსკოვის ქმედებები უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ, ცხადყოფს, რომ რუსეთი ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება. ეს განცხადება დღეს ბრიუსელში NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ამერიკელმა გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა გააკეთა.

„2008 წელს 79 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი შეიჭრა საქართველოს რეგიონებში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. მათ წინააღმდეგობა გაუწია 10 ათასმა ქართველმა სამხერო მოსამსახურემ, რომლებიც იძლებული იყვნენ უკან დაეხიათ, რუსეთი ამ ტერიტორიების ოკუპაციას განაგრძობს“, – განაცხადა დანფორდა.


ამერიკელი გენერლის თქმით, ყველა სახელმწიფოს აქვს თავდაცვის უფლება. მისივე განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი განალაგებს ევროპაში შესაბამის საშუალებებს, რათა აღმოსავლეთიდან მომავალი საფრთხე გაანეიტრალოს.


დანფორდის თქმით, NATO-მ უკვე გააძლიერა მოწინავე დანაყოფები, ასევე ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში დისლოცირებულია ორითხი მრავალეროვნული ბატალიონი.

„აშშ-ს ჰყავს სამხედრო შენაერთი პოლონეთში და აგრძელებს სამხედრო კომპონენტის გაძლიერებას ევროპაში“, – განაცხადა ჯოზეფ დანფორდმა.