ამერიკელი გენერალი მარკ მილი - ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებამ შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში მეტი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს
ამერიკელი გენერალი მარკ მილი - ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებამ შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში მეტი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს

ისრაელ-პალესტინს შორის მიმდინარე დაპირისპირებამ შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო მეტი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, – ამის აშშ-ის თავდაცვის ძალების ერთობლივი გენ-შტაბის თავმჯდომარემ მარკ მილიმ, ბრიუსელში, ნატო-ს მოკავშირეებთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელის მიერ განხორციელებული ქმედებები ერთი მხრივ თავდაცვის მიზნით ხდება, მაგრამ მიმდინარე სამხედრო ინტენსივობა პოტენციური გართულებების რისკს ზრდის, რაც „არავის ინტერესებშია“.

„ვთვლი, რომ სხვადასხვა თანმდევი გარემოების გათვალისწინებით, ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია უნდა იყოს დაბალანსებული“, – აღნიშნა მილიმ.