ამერიკელი გენერალი აცხადებს, რომ უკრაინამ ამერიკული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე არ უნდა გამოიყენოს
ამერიკელი გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ უკრაინამ ამერიკული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე არ უნდა გამოიყენოს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ამერიკის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის, მარკ მილის თქმით, ამერიკა დიდი ხანია, სთხოვს უკრაინას, რომ არ გამოიყენოს ამერიკის მიერ მიწოდებული სამხედრო ტექნიკა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების განსახორციელებლად.
ამერიკელი გენერლის თქმით, მისი უწყება იმ გამოსახულებებს იკვლევს, რომლებზეც ნაჩვენებია ტექნიკა, რომლებიც, სავარაუდოდ, ბელგოროდზე თავდასხმის დროს იქნა გამოყენებული.