ამერიკელ ჟურნალისტ სეიმურ ჰერშის განცხადებით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ვოლოდიმირ ზელენსკის ჩუმად მოუწოდებენ, იპოვოს გზა ომის დასასრულებლად, თუნდაც გადადგომა მოუწიოს
ამერიკელ ჟურნალისტ სეიმურ ჰერშის განცხადებით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ვოლოდიმირ ზელენსკის ჩუმად მოუწოდებენ, იპოვოს გზა ომის დასასრულებლად, თუნდაც გადადგომა მოუწიოს

ამერიკელი ჟურნალისტის, პულიცერის პრემიის ლაურეატის, სეიმურ ჰერშის განცხადებით, პოლონეთის ხელმძღვანელობით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ვოლოდიმირ ზელენსკის ჩუმად მოუწოდებენ, იპოვოს გზა ომის დასასრულებლად, თუნდაც გადადგომა მოუწიოს.

ამერიკელი ჟურნალისტი სტატიაში წერს, რომ ევროპის ქვეყნები უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდებენ, ქვეყნის აღდგენის პროცესი უზრუნველყოს.

სეიმურ ჰერშის თქმით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკი მოწოდებებზე არ რეაგირებს, მაგრამ მეზობლების პირადი მხარდაჭერის დაკარგვას იწყებს.

პულიცერის პრემიის ლაურეატის განცხადებით, პოლონეთთან ერთად არიან უნგრეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი.