ამერიკელ სენატორ რენდი პოლს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
როგორც ცნობილია, სენატორი თავს კარგად გრძნობს და ამჟამად კარანტინში იმყოფება. ამასთან ერთად, ირკვევა, რომ სენატორს სიმპტომები არ ჰქონია. კორონავირუსზე მისი შემოწმება ხანგრძლივი მოგზაურობის გამო, უსაფრთხოების მიზნით ჩატარდა.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კენტუკის შტატის რესპუბლიკელი სენატორი აშშ-ის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის პირველი წარმომადგენელია, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. აღსანიშნავია, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი წარმომადგენელთა პალატის კიდევ რამდენიმე წევრს აქვს დადგენილი.