ეროვნული უსაფრთხოების რისკების გამო, აშშ-მა 1 000-ზე მეტ ჩინელ სტუდენტსა და მკვლევარს ვიზები გაუუქმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით დეტალებს არ ასაჯაროვებს. ოფიციალური კომენტარი ჩინეთს ამ დრომდე არ გაუკეთებია.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„ბიბისის“ ინფორმაციით, 2018-2019 წლებში აშშ-ის უნივერსიტეტებში 370 000-მდე ჩინელი სტუდენტი ჩაირიცხა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ის სტუდენტები და მკვლევარები, რომლებსაც ვიზების მოქმედება შეუჩერდათ, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდ რისკს წარმოადგენენ.
მიმდინარე წლის მაისში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ში მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს თავისი ქვეყნის სამხედრო სტრუქტურებთან ჰქონდათ კონტაქტი და ზოგიერთმა მათგანმა მონაცემები და ინტელექტუალური საკუთრება მოიპარა.