ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იმყოფება მართვით სუნთქვაზე, – ამის შესახებ კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა, ნათია ნუცუბიძემ განაცხადა.
როგორც ნათია ნუცუბიძემ განაცხადა, პაციენტს კლინიკაში მიღებისას გული გაჩერებული ჰქონდა.
„დღეს 14:00 საათზე შემოიყვანეს 39 წლის მამაკაცი ელექტრო ტრავმით. მამაკაცს აღენიშნებოდა გულის გაჩერება, პარკუჭთა ფიბრილაცია. შემოყვანიდან ათი წუთის განმავლობაში აღდგენილი იქნა გულის მუშაობა. ამჟამად მამაკაცი იმყოფება ფილტვების მექანიკურ ვენტილაციაზე სამკურნალო დაცვითი სედაციის ქვეშ. რამდენიმე დღე დაველოდებით, შემდეგ დავიწყებთ გამოღვიძებას. სტაბილურად მძიმეა, არის მართვის სუნთქვაზე“, – განაცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა, ნათია ნუცუბიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტი ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა