ამ დროისთვის ცესკო-ში პარტიული სია 32 საარჩევნო სუბიექტს აქვს წარდგენილი
საარჩევნო სუბიექტების მიერ პარტიული სიის ცესკო-ში წარდგენის ვადა დღეს 18:00 საათზე იწურება.
როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, ამ დროისთვის ცესკო-ში პარტიული სია 32-მა სუბიექტმა წარადგინა.
„დღეს 18:00 საათზე რეგისტირირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პარტიული სიების წარდგენის ვადა იწურება. ამ დროსითვის 32-მა საარჩვევნო სუბიექტმა შემოიტანა პარტიული სია, ხოლო რეგისტრირებულია ორი პარტიული სია. შემოტანის შემდეგ, შემოწმების პროცესი იწყება და დასკვნა ცესკო-ს თავმჯდომარეს წარედგინება არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა. ამის შემდეგ, თუ პარტიული სია შეესაბამება კანონმდებლობას, ცესკო-ს თავმჯდმარე არა უგვიანეს 6 ოქტომბრისა მიიღებს გადაწყვეტილებას, გაატაროს სია რეგისტრაციაში. თუ არ შეესაბამება კანონმდებლობას, მაშინ დადგინდება ხარვეზი და პარტიას მის გამოსასწორებლად მიეცემა სამი დღე“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.