ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან რამდენიმე მძევალი გათავისუფლდა
ქუთაისში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მძევალი გათავისუფლდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ამასთან, შსს-მ დაახლოებით 13:00 საათზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეიარაღებულ პირს შენობაში 12 მძევალი ჰყავდა. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის.
არსებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი, ორ მილიონ დოლართან ერთად, ვერტმფრენს, ანკესსა და რუსეთის დროშას ითხოვს.
ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. მინისტრს მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.