ალუდა ღუდუშაური - სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რადგან არ აქვს ბერკეტი, ქვეყნის კურსთან ან ხალხთან მიმართებით რაიმე სახის გარდამტეხი ცვლილება შემოიტანოს
ალუდა ღუდუშაური - სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რადგან არ აქვს ბერკეტი, ქვეყნის კურსთან ან ხალხთან მიმართებით რაიმე სახის გარდამტეხი ცვლილება შემოიტანოს

სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ყურადღებაც კი არ უნდა მივაქციოთ, რადგან არ აქვს კონსტიტუციური ბერკეტი, ქვეყნის კურსთან ან ხალხთან მიმართებით რაიმე სახის გარდამტეხი ცვლილება შემოიტანოს და ქვეყანაში იყოს არეულობა, ქაოსი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ალუდა ღუდუშაურს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის RFI-სთვის მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც პრეზიდენტი კოალიციურ მთავრობასა და ერთპარტიულ სისტემაზე საუბრობს.

„სალომე ზურაბიშვილი ახალ მწვერვალებს იპყრობს. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ოფიციალურად, დადასტურებულად ამხილა კონსტიტუციის დარღვევაში, ნულის ტოლფასი გახდა მოლოდინი, რომ ლოგიკურ, სწორ, კონსტიტუციურ გზას დაადგებოდა, მაგრამ ყოველდღე გაოცებას იწვევს მისი განცხადებები. სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ყურადღებაც კი არ უნდა მივაქციოთ  და დიდი როლი, ფუნქცია არ მივანიჭოთ, რადგან არ აქვს რაიმე კონსტიტუციური ბერკეტი, ქვეყნის კურსთან ან ხალხთან მიმართებით რაიმე სახის გარდამტეხი ცვლილება შემოიტანოს და იყოს ქვეყანაში არეულობა, დესტაბილიზაცია, ქაოსი.

სალომე ზურაბიშვილის განცხადების ქვეტექსტებს თუ წავიკითხავთ, ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა და მის წისქვილზე წყლის დასხმაა. ესენი უკვე კოლაბორაციაში იმყოფებიან. მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატებით იქნა გადარჩენილი იმპიჩმენტისგან, ურთიერთვალდებულებაში არიან. ეს არის ცალსახა. ნახეთ, როგორ აბსურდშია, ადამიანი ამბობს, თითქოს პრეტენზია აქვს არჩევნებთან დაკავშირებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედაც ერთ-ერთი არჩევნების შედეგად, რომელსაც აკრიტიკებს, „ურტყამს“, იყო პარლამენტის წევრი, მათ შორის ერთ-ერთ სამაჟორიტარო ოლქში იყო მაჟორიტარი. უნდა დავუსვათ კითხვა, თუ ეს ყველაფერი არალეგიტიმური, წუნდადებული იყო, მაშინ როგორ წარმოედგინა საკუთარი თავი? გარდა ამისა, როგორ მოხდა მისი გაპრეზიდენტება? დაუსვით კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით, თუ ამ ყველაფერს „ურტყამს“, თუ დემოკრატიული არჩევნები არ ყოფილა და ახალ მოდელზე აქვს საუბარი, თვითონ როგორ წარმოუდგენია თავისი თავი?“ – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.