ალუდა ღუდუშაური - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხალხისთვის მრავლისმთქმელია რადიკალური ოპოზიციისა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სირაქლემას პოზიციაში ყოფნა
ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხალხისთვის მრავლისმთქმელია რადიკალური ოპოზიციისა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სირაქლემას პოზიციაში ყოფნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
ღუდუშაურის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო განხილვებზე ყველას ექნება საშუალება, თავისი პოზიცია დააფიქსიროს და არგუმენტი წარმოადგინოს.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აღარ ვაპირებ იმაზე მეტის თქმას, რაც უკვე ითქვა. ჩვენი სათქმელი ვთქვით, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რაზეც არის საუბარი. შემდეგ უკვე გაგრძელდება საჯარო განხილვები, სადაც ყველას ექნება საშუალება, თავისი პოზიცია ან არგუმენტი მოიტანოს და ღია მსჯელობაში დააფიქსიროს. მგონია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხალხისთვის მრავლისმთქმელია რადიკალური ოპოზიციისა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სირაქლემას პოზიციაში ყოფნა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.