ალუდა ღუდუშაური - რუსეთისგან ცალმხრივად დადებული სანქცია ახლა მოხსნილია, გაუგებარია, რა შეუძლია საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს დაადოს დამატებით სანქცია?
ალუდა ღუდუშაური - რუსეთისგან ცალმხრივად დადებული სანქცია ახლა მოხსნილია, გაუგებარია, რა შეუძლია საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს დაადოს დამატებით სანქცია?

რუსეთის ფედერაციის მხრიდან რაც სანქციის სახით, ცალმხრივად იყო დადებული, ახლა არის მოხსნილი. შესაბამისად, გაუგებარია, რა შეუძლია საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს დაადოს დამატებით სანქცია და თუ ვინმეს სურვილი აქვს, ამ შეზღუდვის არქონით ისარგებლოს, ეს აუკრძალოს? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაური რუსეთის მხრიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტლებას გამოეხმაურა.

„პუტინის გადაწყვეტილების დროსა და მის ზრახვებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. ფაქტია, რომ ჩვენი ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის პრიორიტეტია. რაც შეეხება ოპოზიციას და აჟიოტაჟს, ოპოზიციას უნდა ჰკითხოთ, რა პრიზმიდან უყურებენ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო რუსეთის ფედერაციამ და პირადად ვლადიმერ პუტინმა. მე თუ მეკითხებით, არც წასვლას, არც ამ ფრენებით სარგებლობას ვაპირებ, ვისაც ეს ეხება, მათი გადასაწყვეტია. ფაქტია, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან რაც სანქციის სახით, ცალმხრივად ჰქონდა დადებული, ახლა არის მოხსნილი. შესაბამისად, გაუგებარია, ახლა რა შეუძლია საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს დაადოს დამატებით სანქცია და აუკრძალოს, თუ ვინმეს სურვილი აქვს, ამ შეზღუდვის არქონით ისარგებლოს? ეს ძნელად წარმომიდგენია. ეთნიკურად ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც რაიმე ფორმით დაკავშირებული იყვნენ რუსეთის ფედერაციასთან, ალბათ აქამდეც ახერხებდნენ მიმოსვლას. რაღაც დოზით გაუადვილდებათ მიმოსვლა ადამიანებს, ვინც ამას მესამე ქვეყნის გავლით ახერხებდა, მაგრამ ძნელად წარმომიდგენია ადამიანი, რომელმაც გაიგო, თურმე ვიზა არ სჭირდება, ადგეს და ახლა მოინახულოს რუსეთის რომელიმე ოლქი თუ რაიონი, ტურისტულად იმოგზაუროს“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.