ალუდა ღუდუშაური - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ზურა ჯაფარიძეს სურს, იმუშაოს „გლოვოში“
ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ზურა ჯაფარიძეს დიდი სურვილი აქვს, იმუშაოს „გლოვოში“. ამით ხსნის, რომ არ ეძლევა საშუალება, ერთი მხრივ, საპარლამენტო საქმიანობა განახორციელოს, ხოლოб მეორე მხრივ, „გლოვოს“ საკურიერო მომსახურებაში ჩაერთოს და მიიღოს შემოსავალი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, მან ორ საქმიანობას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.
„მან უნდა აირჩიოს, გააგრძელოს „გლოვოს“ კურიერად მუშაობა ან საპარლამენტო საქმიანობა და ხალხის საჭიროებებთან დაკავშირებით საპარლამენტო მანდატი აღასრულოს. ამიტომ უნდა გაერკვეს. ერთმანეთთან რომ არის შეუთავსებელი, ეს ცხადია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, თამარ კორძაიამ გაიწვია სარჩელი, რომლითაც დეპუტატის უფლებამოსილების შენარჩუნებაზე პარლამენტის დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა.
როგორც ცნობილია, საქმის შეწყვეტის მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს მოსარჩელეებს, ზურა გირჩი ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას.