ალუდა ღუდუშაური - რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რათა 12 რეკომენდაციის შესრულებას ხელი შეუშალოს
ალუდა ღუდუშაური - რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რათა 12 რეკომენდაციის შესრულებას ხელი შეუშალოს

სრულიად ნათელია, რომ რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის ინტერესებს აზიანებს და მას არ სურს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობი სწევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რათა 12 რეკომენდაციის შესრულებას ხელი შეუშალოს.

„ამ პუნქტებიდან ერთ-ერთია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების არჩევა პარლამენტის მიერ. თქვენ ხედავდით, ეს იყო გამჭვირვალე პროცესი, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა და მონაწილეობა არ მიიღო რადიკალმა ოპოზიციამ. ყველაფერს აკეთებდნენ და დღესაც აგრძელებენ იმას, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ვნახეთ, სხდომათა დარბაზში რადიკალი ოპოზიციონერები საკუთარ კოლეგებს როგორ ესხმოდნენ თავს. ოპოზიციას რეკომენდაციების შესრულება არ სურს, რადგან ეს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას განაპირობებს და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პროცესი ჩააგდოს. ცხრა თვის განმავლობაში რომელმა დეპუტატმა აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ეს საკითხი დააყენა დღის წესრიგში? არცერთმა. კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე ამ საკითხის გადადების მცდელობა რატომ ჰქონდათ? 12 პუნქტისთვის მორიგ ჯერზე დარტყმის მიყენება სურდათ, რომ გადწყვეტილება არ ყოფილიყო მიღებული. თუ ვინმეს კონსულტაციები უნდოდა, რომელ დეპუტატს შევუზღუდეთ ეს უფლება და ვერ ისარგებლა შესაძლებლობით?“ – აღნიშნა ღუდუშაურმა.