ალუდა ღუდუშაური - ოპოზიციის წარმომადგენლები სადაც არ უნდა გადავიდნენ და როგორც არ უნდა გადაჯგუფდნენ, ამ ყველაფერს არანაირი შედეგი არ ექნება, რადგან მათ ხელზე აქვთ სისხლი
ალუდა ღუდუშაური - ოპოზიციის წარმომადგენლები სადაც არ უნდა გადავიდნენ და როგორც არ უნდა გადაჯგუფდნენ, ამ ყველაფერს არანაირი შედეგი არ ექნება, რადგან მათ ხელზე აქვთ სისხლი

ერთი მხრივ, არსებობს პასუხისმგებლობისგან დაცლილი და სტერილური ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც სრულიად სამართლიანად არ აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ერთი თვე გახდება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ, ამის შემდეგ დღე არ გასულა, ივანიშვილს რომ არ ახსენებდეთ, რითიც ვხედავთ, თუ როგორ გეშინიათ. ივანიშვილის ეს აპოკალიფსური შიში სრულიად სამართლიანად გაქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას როგორ სცენარსაც დაუწერენ, იმას გააკეთებენ.

„ოპოზიციას როგორ სცენარსაც დაუწერენ როზნერები და როზნერის უკან მდგომის სცენარისტები, იმას გააკეთებენ. მათ არც პრინციპები და არც მორალი აქვთ. ეტყვიან გახარიებს, სადღაც წადი – წავა; ეტყვიან, უღალატე საკუთარ ხალხსა და გუნდს – უღალატებენ; თქვი უარი კანონის აღსრულებაზე, ამას გააკეთებენ. ამის შემდეგ არავის არაფერი უკვირს. ოპოზიციის წარმომადგენლები სადაც არ უნდა გადავიდნენ და როგორც არ უნდა გადაჯგუფდნენ და გაერთიანდნენ, ამ ყველაფერს არანაირი შედეგი არ ექნება, რადგან მათ ხელზე აქვთ სისხლი, რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ჩამოირეცხავენ. თუ ორი ნიკა გაერთიანდება და ერთი გახდება, წარმოუდგენელია, რა დივიდენდი და წონა შეიძლება ჰქონდეს მათ გაერთიანებას. ზურა გირჩი ჯაფარიძემ ქართველ ხალხს თავი საოკუპაციო ჯარებთან შარვლის ჩახდით და უკანალის ჩვენებით დაამახსოვრა. ისტორიის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები თავს სწირავდნენ, ამან კიდევ საპირისპირო გააკეთა და ახლა ამ ადამიანებზე მეუბნებით, რომ ვისთანაც ზურა გირჩი ჯაფარიძე მივა, ის დაამარცხებს ხელისუფლებას? ეს არის წარმოუდგენელი“, – განაცხადა ღუდუშაურმა.