ალუდა ღუდუშაური - „ნაციონალური მოძრაობა“ არის მწამებლების, უთავმოყვარეო პოლიტიკური მმართველობის ავანგარდში, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ნახეთ, რა ხდება მათ თავს
ალუდა ღუდუშაური - „ნაციონალური მოძრაობა“ არის მწამებლების, უთავმოყვარეო პოლიტიკური მმართველობის ავანგარდში, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ნახეთ, რა ხდება მათ თავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე წარსულია და ამ პარტიას რაიმე რესურსი არ აქვს.

„„ნაციონალური მოძრაობა“ არის მწამებლებისა და უთავმოყვარეო პოლიტიკური მმართველობის ავანგარდში, როცა ქვეყანას მართავდა ხელისუფლების პირობებში. როდესაც ოპოზიციაშია, აქაც ნახეთ, რა ხდება მათ თავს. ხაბეიშვილისგან არანაირი სიკეთე არ შეიძლება მიიღო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რა უნდა შემოიკრიბოს? ადრე ხაბეიშვილმა თქვა, რაღაც გასაღები გვაქვსო. ამ ადამიანს რა გასაღებიც ჰქონდა, ისიც რომ დაკარგული აქვს, ეს კარგად ვიცით. იქნებ შეახსენოთ, როგორმე გადაუმალონ და სახლის გასაღები მაინც არ დაკარგოს „ნაციონალურ მოძრაობაში“, საიდანაც გამოგდებას დაუპირებენ, იქ მაინც არ შეექმნას პრობლემა. გულწრფელად, ხაბეიშვილს გადაეცით, რომ ყველა დაკარგული აქვს და რა გასაღებიც აქვს, კარგად შეინახოს, ისიც არ დაკარგოს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ამასთან, ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ ნიკა მელიას თავმოყვარეობა ნულის დონეზეა.

„ნიკა მელიას თავმოყვარეობა, პრაქტიკულად, ნული აქვს. ხაბეიშვილი რომ პარტიიდან გაგაგდებს და ცდილობ, იმ პარტიას კიდევ მიეკედლო, წარმოუდგენელია. ადამიანურად შეიძლება, გარკვეული პერიოდის უკან ემპათიას იწვევდა, მაგრამ საზოგადოებაში დღეს ესეც აღარ არის“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.