ალუდა ღუდუშაური - გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციამდე მოლოდინი მქონდა, რომ მისი პოლიტიკური ძალა არჩევნებზე მესამე და მეოთხე ადგილებს დაიკავებდა, თუმცა ახლა შანსი შემცირდა
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკაში მოსვლა თუ გნებავთ, შემობრუნება ტყუილისა და სიცრუის ხარჯზე ძალიან ცუდია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„გიორგი გახარია იყო პრემიერი, შს მინისტრი და თუ ასეთ რამეს ხედავდა, მაშინ სად იყო? ძალიან ცუდია, როცა ის საუბრობს დღეს მისი პრემიერობიდან გადადგომის მიზეზებზე, ასახელებს აბსოლუტურად სხვა მიზეზებს. ჩვენ კარგად გვახსოვს ის განცხადებები, რაც გააკეთა გადადგომის დროს, რომელიც აცდენილია ერთმანეთთან. იმედს ვიტოვებ, გახარია დაუბრუნდება თანმიმდევრობის რეჟიმს, და არ დაადგება და გააგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას, რაც პრეზენტაციაზე მოვისმინეთ.
თუ გიორგი გახარიას რაიმე ჰქონდა ივანიშვილთან სათქმელი, ეს არის მხოლოდ მადლობა იმისთვის, რომ 2012 წელს ივანიშვილის თაოსნობით, ქართველმა ხალხმა ქვეყანა სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობიდან იხსნა.
გახარიას პარტიის პრეზენტაციამდე მოლოდინი მქონდა, რომ გახარიას პოლიტიკური ძალა არჩევნებზე მესამე და მეოთხე ადგილებს დაიკავებდა, თუმცა პრეზენტაციის შემდეგ, ვფიქრობ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ეს შანსი კიდევ უფრო შემცირდა და მხოლოდ მეხუთე-მეექვსე ადგილზე თუ გავა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.