ალუდა ღუდუშაური - ევროპარლამენტის რეზოლუციები ავტორიტეტს, ძალას კარგავს, რადგან მისი შინაარსი სულ უფრო აცდენილია ფაქტებსა და რეალობას
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები თავის ავტორიტეტს, ძალას სულ უფრო კარგავს, რადგან მისი შინაარსი სულ უფრო აცდენილია ფაქტებსა და რეალობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
დეპუტატს კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომლის კენჭისყრაც ევროპარლამენტში ხვალ იგეგმება.
„სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს და სააკაშვილთან დაკავშირებით ყოველგვარი სპეკულაციები უადგილოა, რადგან პროცესი სამართლებრივ ჭრილშია. ადვოკატები ამბობენ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ფაქტების დამახინჯება ხდება ისევე, როგორც სრულიად აბსურდულია ის კამპანია, რაც გაჩაღებულია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომლის ერთადერთი მიზანია ორკესტრირებული შეტევა ადამიანზე, რომელიც ქვეყნისა და ხალხის გვერდში მდგომია. ეს იმ ფონზე ხდება, როცა ყველა კარგად ხედავს, რატომ ებრძვიან ივანიშვილს. ხედავენ, რომ ის შეუპოვრად დგას საკუთარი ქვეყნის და ხალხის გვერდით და ასე გააგრძელებს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაური.