ალუდა ღუდუშაური - დავით არახამიას ჭკუის სასწავლებელი საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი სჭირს
ალუდა ღუდუშაური - დავით არახამიას ჭკუის სასწავლებელი საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი სჭირს

არახამიას ვუპასუხებდი, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, ქართველი ხალხი არის ამაყი, ძალიან დიდი ისტორიის მქონე ხალხი, მას ვურჩევდი, საქართველოს და ჩვენს ხელისუფლებას ვიდრე რაიმეს ურჩევს, მით უმეტეს, ასეთ მტკიცებით ფორმაში და ჭკუის დარიგებას დაგვიწყებს, ჯერ იქნებ ეს ქართულად გვითხრას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ომში მყოფ ქვეყანასთან მიმართებით პოზიცია მკაფიო აქვს.

„ჩვენ ვდგავართ უკრაინელ ხალხთან ერთად, ბუნებრივია, ვუსურვებთ უკრაინას გამარჯვებას და დროულად ვუსურვებთ სტაბილურ მშვიდობას, ისე, როგორც არის მათ ინტერესებში, თუმცა არახამია ვერ და არ წარმოადგენს უკრაინელ ხალხს და უკრაინას მთლიანად. მისი ცალკეული შეფასებები და სუბიექტური მოსაზრებები არის ცნობილი ყველასთვის. აქედან გამომდინარე, დავით არახამიას ჭკუის სასწავლებელი საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი სჭირს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს: „მთელ მსოფლიოში არის გაყინული რუსული აქტივები, რომლებიც გამოყენებულ იქნება უკრაინის აღდგენისთვის, კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა“.