ალუდა ღუდუშაური - ჩვენმა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი შეძლო, რომ უდიდესი გადაწყვეტილება მოგვეპოვებინა, ახლა ჩვენს მხარეზეა საერთაშორისო სასამართლოთი დამტკიცებული ოკუპაცია
ალუდა ღუდუშაური - ჩვენმა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი შეძლო, რომ უდიდესი გადაწყვეტილება მოგვეპოვებინა, ახლა ჩვენს მხარეზეა საერთაშორისო სასამართლოთი დამტკიცებული ოკუპაცია

საერთაშორისო სასამართლოების მიერ არის აღიარებული ის, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის მხრიდან წარმოებული იყო აგრესიული ომი. „ნაცმოძრაობამ“ უპატიებელი ქმედებები განახორციელა სახელმწიფოს მიმართ. ყველამ კარგად იცის, თუ რა უპასუხისმგებლო ნაბიჯები გადადგა მაშინდელმა ხელისუფლებამ 2008 წელს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურმა უპასუხა კითხვას „ხალხის ძალის“ მიერ აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ განცხადებაზე.

„სრული ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს მიერ მტკიცებულებები ყოფილიყო მოპოვებული და ქვეყნის მიმართ სამართლიანი გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული. რა გააკეთა, „ნაცმოძრაობამ?“ – „ისკანდერის“ ნაწილები საქმეში საერთოდ არ იყო წარდგენილი, რაც ნათელ მაგალითს აჩვენებს იმის, თუ როგორი პასუხისმგებლობით უდგებოდა ამას წინა ხელისუფლება. ჩვენმა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი შეძლო, რომ საერთაშორისო სამართლით ქვეყნისთვის უდიდესი გადაწყვეტილება მოგვეპოვებინა, რადგან ახლა ჩვენს მხარეზეა საერთაშორისო სასამართლოთი დამტკიცებული ოკუპაცია. საერთაშორისო სასამართლოების მიერ არის აღიარებული ის, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის მხრიდან წარმოებული იყო აგრესიული ომი. „ნაცმოძრაობამ“ უპატიებელი ქმედებები განახორციელა სახელმწიფოს მიმართ. ყველამ კარგად იცის, თუ რა უპასუხისმგებლო ნაბიჯები გადადგა მაშინდელმა ხელისუფლებამ 2008 წელს. ვინც მათ ავანგარდში არიან და ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძვიან, სწორედ მათი უპასუხისმგებლობით იყო ისტორიული შეცდომები დაშვებული. მათი მხრიდან უამრავი დანაშაულია ჩადენილი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დღეს განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „ხელისუფლებამ სახელმწიფოს და ჯარის ინტერესები ეფექტიანად დაიცვა, ახლა გვაქვს შესაძლებლობა, გავარკვიოთ, მოხდა თუ არა ის, რაზეც „ნაცმოძრაობა“ და სალომე ზურაბიშვილი შეთანხმებული არიან, რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო“.