ალპანა-ცაგერის გზის მე-8 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ალპანა-ცაგერის გზის მე-8 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე ჩამოსულია მეწყერი, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა უმოკლეს ვადებში მოხდეს.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.