ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს ბრალი წაუყენეს, მას კორუფციაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ატამბაევის ადვოკატი ავრცელებს.
ატამბაეცი გუშინ, საკუთარ რეზიდენციაში დააკავეს. ალმაზბეკ ატამბაევის დასაკავებლად სპეცოპერაცია რეზიდენციასთან, სოფელ კოი-ტაშში ორი დღის წინ დაიწყო. თუმცა, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებმა სპეცრაზმს წინააღმდეგობა გაუწია.
დაპირისპირების შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაშავდა 52 ადამიანი, მათ შორის ერთი ჟურნალისტი.
2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ალმაზბეკ ატამბაევის დამარცხების შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ ექსპრეზიდენტისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რასაც ალმაზბეკატამბაევი პოლიტიკურ დევნად აფასებს. ატამბაევი ბრალდებას უარყოფს.